ირაკლი კობახიძე: შემუშავებულია ძალიან დახვეწილი პროექტი კონსტიტუციის

დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძის ინფორმაციით კონსტიტუციის მესამე მოსმენასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთანაც.
“ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ხალხისთვის ალბათ უკვე მომაბეზრებელია ეს ყველაფერი. შემუშავებულია ძალიან დახვეწილი პროექტი კონსტიტუციის და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით, რა თქმა უნდა, სარედაქციო ცვლილებების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონსულტაციებს, კონსულტაციები აუცილებლად გვექნება თარიღთან დაკავშირებით, მათ შორის ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები