კახა კალაძე: ჩვენი მთავარი მიმართულებაა სოციალური პოლიტიკა

​მე მახსოვს წლები, როცა უსახსრობის გამო, ადამიანები საოპერაციო მაგიდაზე რჩებოდნენ.-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ გეგმის პრეზენტაციის დროს გაიხსენა ის რეფორმები, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელდა და დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა.
“მოხდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გაძლიერება, მერია იზრუნებს უსახლკაროთა საცხოვრებელზე, მერია იზრუნებს შშმ პირებზე, თბილისი უნდა გახდეს ინკლუზიური ქალაქი, მე მახსოვს წლები, როცა ადამიანები უსახსრობის გამო საოპერაციო მაგიდაზე რჩებოდნენ. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ სფეროში, რისთვისაც მადლობას ვუხდი დავით, სერგეენკოს.”-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები