კახა კალაძე: ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება მთავარი გეგმა ჩვენი გუნდისთვის

​საჭიროა ქალაქის ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის შექმნა.-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა. კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი დედაქალაქის განვითარებაზე იზრუნებს.
“ჩვენ გვექნება თბილისის მიწათმოწყობის გეგმა, რომლიც საბოლოდ მოაწესრიგებს განაშენიანების პრობლემა. უსახური შენობები, რომლებიც მომრავლდა ჩვენს ქალაქში, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის დაცვას. ასევე პრობლემაა ავარიული შენობები, ჩვენ მათ შესახებ არ გვაქვს ზუსტი რაოდენობა,მოხდება მათი ინვენტარიზაცა. ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება მთავარი გეგმა ჩვენი გუნდისთვის. მოსაწესრიგებელი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო დერეფნები.
მოხდება მეტროს განახლება და ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკების განახლება. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ავტობუსები საქართველოში.
საცობების განტვირთვის მიზნით ამუშავდება სპეციალური პროგრამა და მოხდება თბილისი ქუჩების მონიტორინგი, მოწესრიგდება პარკირების სიტემა და ჯარიმების სამართლიანი სიტემა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები.”-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები