კახა კალაძე: მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა

მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების დანერგვას.-ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისი განვითარების გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ სკვერებს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მისვე ინფორმაციით გამკაცრდება კონტროლი მშენებლობებზე. მანვე ისაუბრა დენდროლოგიური პარკის განვითარებაზე და ნაგავსაყრელის მოწესრიგებაზე.
“ქალაქი არია დაბინძურებული ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან, ამიტომ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ავტომობილების ტექ-დათვალიერებას, ასევე მივხედავთ დენდროლოგიურ პარკს და იმ სკვერებს , რაც დედაქალაქში საკმაოდ ბევრი გვაქვს.მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა.”-გაანცხადა “ქართული ოცნების” თბილისი მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დედაქალაქის განვითარების გეგმის ერთ-ერთ მიმართულებაზე, კერძოდ კი ეკოლოგიაზე საუბრის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები