დავით ნარმანია არჩევნების შემდეგ მუშაობას საჯარო სექტორში გააგრძელებს

დედაქალაქის მერი არჩევნების შემდეგ არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში დასაქმდეს, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა. თუმცა, დავით ნარმანიამ არ დააკონკრეტა თუ სად და რა თანამდებობას დაიკავებს არჩევნების შემდეგ მოქმედი მერი.
“დაახლოებით 2 თვე ვრჩები დედაქალაქის მერად, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება. ამასობაში კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქნები იქ, სადაც ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში. ეს იქნება საჯარო
სექტორში და არა მერიაში”, – განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე იქნება თუ არა ახალი სამსახური მთავრობაში, დავით ნარმანია პასუხობს რომ, სავარაუდოდ კი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები