ნიკა ჯაჭვაძე: ჩვენ ჩავერთეთ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში

„აქციის გამართვის პერიოდში ელემენტარული საკვები არ ჰქონდათ ახალგაზრდებს”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ყოფილმა აქტივისტმა, ნიკა ჯაჭვაძემ განაცხადა.
ჯაჭვაძის ინფორმაციით, როდესაც ახალგაზრდები აქციაზე იყვნენ მათ ელემენტარული საკვებიც არ ჰქონდათ. ჯაჭვაძე ამბობს, რომ მათ პეტრიაშვილი არანაირ საქმეებში არ ახედებდა, რის გამოც, დატოვეს ორგანიზაცია.
“ჩვენ ამ ეტაპზე ჩავერთეთ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ შევუერთდით დავით ოქიტაშვილს, მე მინდა, რომ ახალგაზრდები მყარად იდგნენ ფეხზე, როცა ახალგაზრდები აქციაზე იყვნენ მათ არ ჰქონდათ ელემენტარული საკვები, ირაკლი პეტრიაშვილი ჩვენ ბიუჯეტიდან არაფრით გვაფინანსებდა. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ პეტრიაშვილი მხოლოდ თავის ახლობლებს ასაქმებდა”, – განაცხადა ნიკა ჯაჭვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები