დავით ოქიტაშვილი: პეტრიაშვილი არის ქურდი და მკვლელი

„თუ პეტრიაშვილი არ იქნება დასჯილი ცუდი ეჭვი გაჩნდება”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმის მიერ არის წარდგენილი. დავით ოქიტაშვილმა “კვირის” პრესკლუბიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა და აღნიშნა, რომ მიტაცებულია პროფკავშირების მილიონობით ქონება.
“ჩვენ უკვე მოვამზადეთ მიმართვის ტექსტი. მივმართავ მსოფლიო პროფკავშირს, რადგან სირცხვილია ისეთი კრიმინალური ავტორიტი, როგორიც პეტრიაშვილია, ირიცხებოდეს მათ რიგებში. პეტრიაშვილი არის ქურდი და მკვლელი”, – განაცხადა ოქიტაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები