მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიას ეწვევა
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკკეისთან, ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მასნიკოვთან, ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შრის 2018-2019 წ.-ის თანამშრომლობის პროგრამას, რაც მოიცავს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ქ. მინსკში ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნობა ბელარუსული კომპანიების საქმიანობას და საწარმოს „მინსკი კრისტალს” დაათვალიერებს.