ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 5 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი.
დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის წევრები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის შესავალ მემორანდუმს იურისტის/ადვოკატის პროფესიაზე ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებზე, ასევე განიხილება ანგარიში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის ახალ საფრთხეებზე. კომიტეტი რეზოლუციის პროექტის მიიღებას გეგმავს.
კომიტეტის წევრები ტერორიზმის საფრთხეებსა და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ანგარიშზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია მომხსენებლების დანიშვნა რამდენიმე საკითხზე და მოსაზრებაზე, მათ შორისაა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა – გამოწვევა ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში; პერსონალურ მონაცემებზე ავტომატური წვდომისგან ინდივიდების დაცვის კონვენციაზე დამატებითი პროტოკოლის პროექტი; ექსტრადიციის მოთხოვნები და პროცესის ბოროტად გამოყენება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება; ევროპის კავშირის მექანიზმის ჩამოყალიბება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე; ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის და ფულის გათეთრების სფეროში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები გაეცნობიან მინისტრთა კომიტეტის პასუხებს კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები