გორის რაიონიდან გატაცებული ქართველების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
გორის რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებული საქართველოს 3 მოქალაქის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამის შესახებ “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
გორის რაიონის სოფელ კირბალიდან არმაზ თაყაძე, მურმან და თამაზ დოთიაშვილები რუსმა სამხედროებმა სოფლის სიახლოვეს მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი შეშას აგროვებდნენ.გატაცებულთა ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. სოფელში მავთულხლართები გავლებული არ არის. გატაცებულთა ოჯახებს ცხინვალიდან უკვე დაუკავშირდნენ და ჯარიმის სახით, ორი ათასი რუბლი მოსთხოვეს.