ლაგოდეხში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს

ლაგოდეხის ყოვლადწმინდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ, ლაგოდეხი-ყვალის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს ლაგოდეხში მცხოვრები თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი შმაგი ნოზაძე შეეწირა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მებრძოლის ოჯახს 500 ლარი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები