“ფოთის სავაჭრო ცენტრი დაზღვეული არ იყო”

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის, თეა ბელქანიას ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი დაზღვეული არ იყო და მოვაჭრეებს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ.
სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, განადგურდა 70-მდე მაღაზია. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები