განახლებული „მზიურის“ გალა – კონცერტი გაიმართა

????????????????????????????????????
მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ თეატრალურ დარბაზში განახლებული ვოკალურ -ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის“ გალა – კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლის ახლანდელი, მერვე თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის ცნობილი „მზიურელები“- მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნუცა ბუზალაძე, ქეთინო ჯავახიშვილი, ქეთინო რაზმაძე, ლიკა სიჭინავა, გიორგი სიხარულიძე, საღამოს წამყვანი – ლია ხორბალაძე.
„მზიურელები“ მაყურებლის წინაშე განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, შესრულდა ახალი ნაწარმოებები, ცნობილი ჰიტები ორიგინალური ინტერპრეტაციით, არანჟირებით. კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება, ოვაცია დაიმსახურა. ეროვნული სასახლის დირექტორმა, პროექტის ავტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის დიდ წარმატებაში, – „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანსამბლის მერვე თაობა ისეთივე წარმატებული და პოპულარული იყოს, როგორც წინა თაობები“. საგამოფენო სივრცე დაეთმო „მზიურელების“ სასცენო სამოსს, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ფოტო – ვიზუალურ მასალას, გაიმართა ანსამბლისადმი მიძღვნილი კლიპის ჩვენება.
ანსამბლ „მზიურის“ უცვლელი ხელმძღვანელია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გურამ ჯაიანი. პროექტის მუსიკალური პროდიუსერია ბუკა კარტოზია, ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი, მუსიკოსი – ზაზა წურწუმია, კოსტიუმების დიზაინერი – დათუნა სულიკაშვილი.
ფოტოგადაღება – ჯიჯი რეჯინი.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები