დავით ნარმანიამ გლდანის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა გიგა ნიკოლეიშვილმა და ნატო ქიტიაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
დავით ნარმანიამ და დიმიტრი ორმოცაძემ გლდანში, 6 მ/რ-ის N17 კორპუსის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. 500 კვ.მ-ზე მოეწყო ბეტონის საფარი, შეიცვალა მავთულ-ბადეები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და დაიგო ხელოვნური საფარი.
გარდა ამისა, თბილისის მერი ამავე მისამართზე კიბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირდება და სამუშაოების შედეგად მოეწყობა 32 მეტრი სიგრძის პანდუსი 7 % -იანი ქანობით.
პარალელურად, 5 500 კვ.მ-მდე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჯანჯღავას II შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში, სადაც ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები