რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით, „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

„საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი არჩილ ბუკია კომპანიის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
არჩილ ბუკიამ გორში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა განაცხადა, კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვის გაზრდას და შედეგად, აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით, „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რწყვის პროცესს. შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01 ანალოგიურ შეხვედრებს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ქვეყნის ყველა რეგიონში გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები