პეტრე-პავლობა თევზით ხსნილი იქნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება.
როგორც ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვაა.
“პეტრე-პავლობა ოთხშაბათია და გავახსნილოთ თევზით. მეორე დღეს კი სვეტისცხოვლობაა, 12 მოციქულის დღესასწაულია. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ” ,- მიმართა მრევლს პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები