„რაც დრო გადის ნაკლები იმედი რჩება“ – თამაზ ბაკურიძე გაუჩინარებული ძმის სამძებრო ოპერაციაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვს

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას თავისი ძმის, კობა ბაკურიძის სამძებრო ოპერაციაში დამატებითი ძალების ჩართვის თხოვნით მიმართავს.
თამაზ ბაკურიძე შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„უპირველეს ყოვლისა ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დღეებში ჩვენი ოჯახის თანადგომისა და მომხდარის გაზიარების გამო… ოჯახის მოთხოვნა რომ გადამოწმებულიყო სანაპიროზე არსებული სათვალთვალო კამერები გუშინ დაკმაყოფილდა ,თუმცა თვითმხილველების ნაამბობი რომ თითქოს მათ კობა ნახეს ხმელეთზე შერატონის მიმდებარედ არ დადასტურდა. სათვალთვალო კამერებიდან მასალების ამოღების პროცესში თვითმხილველებმა გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და აღნიშნეს რომ კობა არა 3 რიცხვში არამედ 2 ივლისს საღამოს დაინახეს სანაპიროზე ,გასაკვირია ის არის რომ კობა 2 ივლის მაგ დროს საერთოდ არ ყოფილა ზღვაზე და ბუნებრივია ვერც სანაპიროზე დაინახავდნენ…
თუ დავეყრდნობით მაშველების და ერთი თვითმხილველის ჩვენებას რომლებმაც კობა ბოლოს დაინახეს როგორ შევიდა ზღვაში მაშინ უნდა გავაძლიეროთ სამძებრო სამაშველო ოპერაცია ზღვაზე და სანაპიროზე …რაც დრო გადის ნაკლები იმედი რჩება, ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას დამატებითი ძალები ჩართონ სამძებრო ოპერაციაში „ – წერს თამაზ ბაკურიძე.
45 წლის კობა ბაკურიძეს 3 ივლისის შემდეგ ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები