ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა – ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. 34 წლის ქალმა ჭარბი წონის გამო კუჭის ოპერაცია ერთი თვის წინ გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
34 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმებს აბრალებენ და მათ პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა ოპერაციის დროს საყლაპავი მილი დააზიანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები