ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ პროექტის – ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

 ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტის- ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მოიცავდა მედის წარმომადგენლების ტრენინგს ტყის მდგრადი მართვის საკითხების შესახებ, საველე სასწავლო ტურებს სატყეო უბნებზე და ასევე, კონკურსის კომპონენტსაც.
ჟურნალისტების შეკითხვებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა უპასუხა. პროექტის მიზანია ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
სატყეო სექტორის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული ნამუშევრების გამარჯვებული ავტორები ოქტომბერში გამოვლინდებიან.
პროექტის პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერებია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). Global Forest Watch, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები