გორის სამხედრო ჰოპსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

გორის სამხედრო ჰოპსპიტლის დაცვის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორი სახანძრო ჯგუფი გამოცხადდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევა ელექტრობის გაუმართაობის გამო მოხდა, რაც მალევე აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არანაირი შემხებლობა პაციენტებთან და მედპერსონალთან არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, დამწვარია დაცვის შენობის სახურავის დაახლოებით 15 კვ მეტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები