ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს.
როგორც „კვირას“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში  მომსახურეობა უწყების 200-მდე ბენეფიციარს გაეწია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს, გეგმის მიხედვით, გამოკვლევები ჩაუტარდათ და კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ გაეწიათ.
კარდიოლოგიურ ცენტრში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის  კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება კვლავაც ჩატარდება, რის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები  უწყების ბენეფიციარებს წინასწარ შეატყობინებენ.
უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა)  როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები