ბერშუეთის მიმართულებით აქცია – „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ გაიმართება

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში ახალსოფელთან იკრიბებიან, საიდანაც საპროტესტო აქციით -„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ ბერშუეთისკენ გაემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ. აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ანა ჯაფარიძის განცხადებით, ახალგაზრდების ჯგუფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ღამის გათევას გეგმავს. მისივე თქმით, აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები