დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო გრანდიოზული შეხვედრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ დიალოგს გრანდიოზული შეხვედრა უწოდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ბრიტანული მედია აქვეყნებს.
„ეს იყო გრანდიოზული შეხვედრა“, – ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს ვლადიმერ პუტინთან გამართული აუდიენცია.
შეგახსნებთ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტის კულისებში ერთმანეთს პირველად კამერების გარეშე შეხვდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა აღნიშნა, საუბრის მთავარი თემები სირიის კონფლიქტი, უკრაინის კრიზისი და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები