სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც, სოფიო ქაცარავა მოხსენებებს მოამზადებს და ასამბლეას წარუდგენს.
როგორც ”კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ამ პოზიციის შესაბამისად, სოფიო ქაცარავა, ასამბლეის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში. საპარლამენტო ასამბლეის ბიუროში ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და კომიტეტების თანამდებობის პირები შედიან.
როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ასამბლეის საქმიანობაში.
”ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე არჩევა და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო ასამბლეის საქმიანობაში და ეუთოში სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებთან ერთად, კოლეგებს გავუზიარო საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები, წარმოვაჩინო საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში”, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები