იან კელი: საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი

საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი, – ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი რუსეთის მიერ საქართველოში ე.წ. საზღვრის 500 მეტრით გადმოწევას.
იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები ყველა დონის შეხვედრაზე აფიქსირებს საქართველოს ლეგიტიმური საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
„ჩვენ მხოლოდ საქართველოს ერთ საზღვარს ვცნობთ, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც ეხება ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში უფრო მეტად შემოსვლას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს, დღესაც უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მტკიცედ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, -განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები