“მთავრობასთან გვქონდა თხოვნა, მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ მიღებული იქნება დამატებითი ზომები”

გამოძიება წაიღებს იმ დროს, რაც საჭირო იქნება საქმის დასასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის თაობაზე განაცხადა.
იან კელის თქმით, მათ საქართველოს მთავრობისგან მიიღეს დაპირება, რომ აფგან მუხთარლის მეუღლის და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
”ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა საქართველოში და შემდგომ აღმოჩნდა ბაქოში. ჩვენ მოვუწოდებთ დეტალური გამოძიებისკენ და იმისკენ, რომ გახმაურდეს გამოძიების შედეგები, რათა საზოგადოებამ ეს შეიტყოს, თუმცა, გამოძიება წაიღებს იმ დროს, რაც საჭირო იქნება საქმის დასასრულებლად. ჩვენ მთავრობასთან გვქონდა თხოვნა-კავშირი აფგან მუხთარლის მეუღლის და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მათ მოგვცეს დაპირება, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნება დამატებითი ზომები”, – განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები