რაქვიაშვილი „ბორდერიზაციის” თემაზე: შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ერთ მეტრს იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ერთი მეტრს იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები რუსეთს აძლევს ხელს.
“რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესია განახორციელა ორი დღის წინ. ამგვარ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვებოდეს ერთიანი, მტკიცე, ეროვნული პოზიცია, რომელშიც შეუძლებელია, დაყოფილი იყოს ქვეყანა მთავრობად, პოზიცია-ოპოზიციად. ერთადერთი პასუხი არის კონსოლიდირება და ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას, რომ ერთი მეტრი იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ან იმას ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს კომპეტენცია არ გააჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საკითხზე ისაუბროს. ამგვარი განცხადებები არის ზუსტად ის საჩუქარი, რომელიც ჰიბრიდული ომის ავტორისთვის – რუსეთის ფედერაციისთვის – არის მისასალმებელი. ეს არის ზუსტად მათი მიზანი, რომ შეარყიონ ჩვენი ერთიანობა, სიმტკიცე. ამგვარი განცხადებები, ცხადია, პირველ რიგში, იწვევს ჩვენი ერთიანობის და სიმტკიცის ეროზიას”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები