დავით საგანელიძემ სტამბულში გამართულ „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში” მიიღო მონაწილეობა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტამბულში გამართულ „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში“ (PABSEC) მიიღო მონაწილეობა.
დავით საგანელიძე გენერალურ ასამბლეაზე “აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის” პროექტში მუდმივმოქმედი წარმომადგენლის რანგში იმყოფებოდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ასამბლეაზე მოხსენებით წარდგა და პეკინში, 14-15 მაისს გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
PABSEC-ის 49-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა“ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერიმა, PABSEC-ის პრეზიდენტმა ისმაილ კაჰრამანმა  გახსნა. გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარდგნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ჰაჯიევ ასაფ ჰაჯი ოღლუ. ასამბლეაზე მოხსენებები გააკეთეს PABSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარ გამოსვლაში პეკინში გამართული ფორუმის -„ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“  შესახებ ისაუბრა. დავით საგანელიძემ ფორუმის ფორმატში მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და მთავარ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში, კორპორაციების, ინდუსტრიების, ფინანსური ინსტიტუტების, მთავრობებისა და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შეთავაზებას წარმოადგენს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არაოფიციალურ ფორმატში PABSEC-ის პრეზიდენტს, ისმაილ კაჰრამანს და გენერალურ მდივანს, ჰაჯიევ ასაფ ჰაჯი ოღლუს შეხვდა. არაფორმალურ ფორმატში აუდიენცია შედგა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრეი პარუბისთან.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გენერალური ასამბლეის პირველ პირები და წევრი ქვეყნების ლიდერები „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტ ლუ ძიენჭუნგის სახელით, ბიზნესსამიტზე მიიწვია და მოსაწვევები გადასცა. ბიზნესსამიტი სახელწოდებით „2017 წლის სიანის აბრეშუმის გზის ბიზნეს სამიტი და საერთაშორისო კულტურული კვირეული“ 8-9 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შანსის პროვინციის ქალაქ სიანში გაიმართება. „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ამა წლის მაისში დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში მიენიჭა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან PABSEC მუდმივმოქმედი წარმომადგენელია “აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის” პროექტში. დავით საგანელიძე მანამდე  „შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ორჯერ იყო არჩეული PABSEC-ის ეკონომიკის, სავაჭრო, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელად. PABSEC-მა დავით საგანელიძე, ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები