პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს

„ცალკეული განცხადებებისა და ურთიერთმოწოდებების ამარა რომ არ დავრჩეთ, ალბათ, უკვე საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით,კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არ იქნება. მისი თქმით, დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. „ჩვენ ცალკეული განცხადებებისა და ურთიერთმოწოდებების ამარა რომ არ დავრჩეთ, ალბათ, უკვე საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. უახლოეს ხანებში, ალბათ ორშაბათს, იქნებ უკვე შეხვედრა გავმართოთ და დისკუსია დავიწყოთ და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოვყალიბდეთ, რომელთა შესახებაც კონსენსუსზე მზაობაა, რადგან დღეს მნიშვნელოვანია და ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არ იქნება და დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს სხვადასხვა საკითხი და ამან საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს. გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ და ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, განცხადებები განცხადებებად დარჩება“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები