ზურაბ აბაშიძე: რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერც აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან, საქართველო გამონაკლისი არ არის

“რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერც აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან და ვერც სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე “მოამბესთან” საუბრობს.

როგორც მან განაცხადა, ის აუცილებლად ისაუბრებს ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით.

“მე ამის შესახებ მექნება საუბარი კარასინთან. აუცილებლად ხაზგასმით ვეტყვი, რომ ეს არის მიუღებელი. როგორც საქართველოს მოქალაქე, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ასევე, როგორც პრემიერის წარმომადგენელს, ჩვენ აქ ჩვენი მანდატები გვაქვს. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ეს სერიოზულ რისკებს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები