თეა წულუკიანი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტრთა სამიტზე მოხსენებით წარდგება

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრთა სამიტი ტალინში გაიმართება.
თეა წულუკიანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მოხსენებით წარდგება.
იუსტიციის მინისტრი ინიციატივით გამოვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შექმნან ქსელი, რომელიც სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროს მოიცავს. გარდა ამისა, მართლმსაჯულების რეფორმის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით, მოეწყოს ყოველწლიური კონფერენციები.
იუსტიციის მინისტრი თავის მოხსენებაში კორუფციასთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად  ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
მინისტრი ხალხისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის − საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების შესახებ ისაუბრებს.
თეა წულუკიანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგებს მიმოიხილავს და ამ კონტექსტში, ყურადღებას  „OGP“-ის (ღია მმართველობის პარტნიორობა) ფარგლებში ქვეყნის წარმატებაზე გაამახვილებს.
როგორც ცნობილია, საქართველო 2014 წელს − ღია მმართველობის („OGP“) მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო, ერთი წლის ვადით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
იუსტიციის მინისტრი კიბერუსაფრთხოების თემაზეც ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ჩვენი ქვეყანა მე-8 ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.
ტალინის მინისტრთა სამიტი ერთდღიანია და ის ევროკავშირის მოწვევით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები