გიორგი მღებრიშვილი მალტის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, დოქტორ მიქაელ ფარუჯიას შეხვდა.
მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა. დოქტორ მიქაელ ფარუჯიას თქმით, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი სავიზო რეჟიმი სწორედ მალტის პრეზიდენტობის დროს მიიღეს.
საქართველოს შს მინისტრმა მალტელ კოლეგას უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში, შესაბამის უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს გერმანიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების შს სამინისტროებთან ერთად.
დოქტორ მიქაელ ფარუჯიამ საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვალეტაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები