ხათუნა ლაგაზიძე: მზაობა კონსენსუსზე ორივე მხარეს უნდა გააჩნდეს

“პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, გაუგებარია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურმა ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
ლაგაზიძე თვლის, რომ ძირითადი შესათანხმებელი საკითხი მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის ვადებია, სხვა შემთხვევაში, ექსპერტის მოსაზრებით, ოპოზიცია დათმობაზე უნდა წავიდეს.
„პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, გაუგებარია,.ოპოზიცია უნდა წავიდეს დათმობებზე და იმსჯელოს მხოლოდ რამდენიმე ძირითად საკითხზე, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გასცვლის ვადებზე. დანარჩენზე, ვფიქრობ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები