სიმონ ნოზაძე: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

“მე უპირატესობას ვანიჭებ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველების“ წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
ნოზაძის ინფორმაციით, „მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ გუნდთან ერთად თუ დამოუკიდებლად, ეს საკითხი, მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
„ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თუ დამოუკიდებლად, ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. მე უპირატესობას ვანიჭებ იმას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან უმრავლეს საკითხებზე ერთი პოზიცია გაგვაჩნია“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები