სიმონ ნოზაძე: გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე ვტოვებ მანდატს
მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე პარლამენტარის მანდატს ვტოვებ, რაც სიცრუეა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველების“ წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
ნოზაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი პარლამენტის დატოვების შესახებ აბსურდულს უწოდებს და მიაჩნია, რომ მანდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამომრჩევლის იმედებს ვერ გაამართლებს.
„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე ვტოვებ მანდატს, რაც სიცრუეა, არავითარი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ, თუმცა მე მივედი თავის დროზე ჩემს ამომრჩეველთან და განვუცხადე, რომ თუ მათ იმედებს ვერ გავამართლებდი, დავტოვებდი პარლამენტარის მანდატს, ჯერჯერობით ხაშურელები ჩემით უკმაყოფილო არ არიან“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.