უშიშროების საბჭოს მდივანი მცოცავ ოკუპაციაზე და დე ფაქტო ანექსიაზე სასაუბროდ არასამთავრობოებს შეხვდება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პარასკევს, 7 ივლისს, 15:30 საათზე, 6 ივლისს გავრცელებული განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა – ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიის დე ფაქტო ანექსიის პროცესი იქნება.
უშიშროების საბჭოს მდივანი უსაფრთხოების სპეციალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები