ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს პრაღაში რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს შეხვდება.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრაზე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერების აღმართვის საკითხს დააყენებს.
გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხიც განიხილება.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველა შესაბამისი პროცედურა უკვე დაასრულა, თუმცა რუსულ მხარეს შვეიცარიულ კომპანიასთან დოკუმენტი არ გაუფორმებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები