კახა კუკავა: ძალიან დადებითად ვაფასებ გიორგი კვირიკაშვილის როლს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში

“ძალიან დადებითად ვაფასებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში”, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა.
კუკავა იმედოვნებს, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, შეთანხმება მოხერხდება.
„ძალიან დადებითად ვაფასებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, რომ დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება – ეს იყო სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. კარგი იყო, რომ ამ სულისკვეთებით დაწყებულიყო კონსტიტუციური დიალოგი, მაგრამ “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ყველა ერთად გავაკეთებთ დასკვნებს იმ ბოლო კონფრონტაციის ექვსი თვიდან და როგორც კონსტიტუციასთან დაკავშირებით გადაიდგა ერთობლივი ნაბიჯები, ასევე მგონია, რომ პრემიერის ინიციატივა სწორია, რადგან ყველა საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა იყოს დიალოგში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება დიალოგი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ დაძაბულ სიტუაციას გადაურჩება ქვეყანა“, -განაცხადა კახა კუკავამ.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დააფიქსირა.
“მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები