ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის ახალ კანდიდატურას ივლისში ან სექტემბერში წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის ახალ კანდიდატურას ივლისში ან სექტემბერში წარადგენს. როგორც ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება.
„თუ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, კანდიდატს ივლისში წარვადგენთ ან კანდიდატი წარდგენილი სექტემბერში – მორიგ სესიაზე იქნება. ანუ, ორი ალტერნატიული ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. რაც შეეხება კანდიდატებს, მათთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ვერავის დავაზუსტებთ, კონსულტაციები გაგრძელდება და კანდიდატზე ამის საფუძველზე შევჯერდებით“, – განაცხადა კობახიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევენ. რეგლამენტის მიხედვით, გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება. გენერალურ აუდიტს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ეწურება, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები