კახა კალაძე: ვიბრძოლებ და მჯერა, რომ თბილისი ჩემ გვერდით დადგება

“ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ხმები კანდიდატებს შორის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მერობის კანდიდატმა აღნიშნა რომ, ყველა პრობლემა იცის, რაც მოსახლეობას აწუხებს.
“რაც შეეხება კანდიდატებს, დაველოდოთ, რადგან სრულყოფილად არ ვიცით, თუ ვინ იქნებიან კანდიდატები. ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ხმები კანდიდატებს შორის. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, თუმცა ვიბრძოლებ და მჯერა, რომ თბილისი ჩემ გვერდით დადგება. ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან ერთად და ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, მაწუხებს მეც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები