ირაკლი კობახიძე: მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის

“უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მცოცავი ოკუპაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ”უშიშროების საბჭო კონსტიტუციის თანახმად, განიხილავს თავდაცვის ორგანიზაციებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება”, – განაცხადა კობახიძემ.
არასამთავრობოები ხელისუფლებას მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები