პრეზიდენტი პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის იმ წევრებს დააჯილდოებს, რომლებმაც გუშინ ადამიანები გადაარჩინეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებმაც ჩხოროწყუში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
„მათ აჩვენეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, სამოქალაქო გმირობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა და შეასრულეს ურთულესი ოპერაცია და რაც მთავარია, გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ეკიპაჟის თითოეული წევრი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მისაბაძი ადამიანი”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
გუშინ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში, მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები