რამაზ საყვარელიძე: გაუგებარია, რატომ ითხოვს იტალიელი ბუკიკიო პროპორციულ სისტემას, როცა იტალიაში არის შერეული სისტემა

“მეორე შემთხვევაა, რომ დამირეკეს უცხოელმა ჟურნალისტებმა. ამჯერად, მკითხეს. ოპოზიციას რა უნდა”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე ყურადღებას პოლიტიკური პარტიების რეიტინგზე ამახვილებს და გაუგებრად მიაჩნია პროპორციულ არჩევნებზე პარტიების დაჟინებული მოთხოვნა, იმ ფონზე, როცა მისი განმარტებით, პარტიების რეიტინგი დაბალია.„უკვე მეორედ მირეკავენ გაოცებულები უცხოელი ჟურნალისტები. ერთხელ ეს იყო აგვისტოს ომის დროს მოწყობილი ზეიმის გამო. დამირეკეს და მკითხეს, რას ზეიმობთო, ახლა მეორედ დამირეკეს, კონსტიტუციასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობის გამო და მკითხეს, რა უნდა ოპოზიციასო. არის დაბალრეიტინგიანი პარტიები, ამ ფონზე, პარტიებს რატომ უნდათ, რომ პარტიული სიით გავიდნენ, გაუგებარია. პროპორციულზე რატომ არის ასეთი დაჟინებასიც, გაუგებარია. ამ გაუგებრობაში თავისი წვლილი შეიტანა ჯანი ბუკიკიომ და შექმნა კიდევ მეტი გაუგებრობა. გაუგებარია იტალიელი ჯანი ბუკიკიო რატომ ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევას, როცა იტალიაში შერეული სისტემაა. ის იძლევა ისეთ რჩევებს, რაც მოსაცემი არაა და თავადაც კარგად იცის. ასევე ესმის, რომ შერეული სისტემა არ არის დემოკრატიის ღალატი“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები