“ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის”

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო საკითხებზე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის და აღნიშნა, რომ დისკუსიას აზრი მაშინ ექნება, როდესაც პარლამენტში არსებული საკონსტიტუციო პროექტის განხილვები შეჩერდება.
“კონსტიტუციურ საკითხებზე რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, საჭირო, აუცილებელი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, შეჩერდეს ან გამოწვეული იქნას პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტი. შესაბამისად, ამის შემდგომ აქვს აზრი დისკუსიას და ამის შემდგომ შესაძლოა, გაჩნდეს კონსენსუსისთვის გარკვეული ტიპის რესურსები. შეუძლებელია, საქართველოს კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი მიღებულ იქნას ერთპარტიულად. ეს ვერ იქნება ვერანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე  გამოთქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს დიალოგი და მოინახოს ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაც საკითხებზე შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები