დიმიტრი ქუმსიშვილი: კახა კალაძე გაიმარჯვებს გამჭვირვალე და კონკურენტულ ბრძოლაში

“კახა კალაძე კარგი ორგანიზატორია და შესაბამისად, დედაქალაქს ძალიან გამოადგება”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და მეც სრულად ვუერთდები მის გამონათქვამს, კახა კალაძე გაიმარჯვებს აბსოლუტურად გამჭვირვალე და კონკურენტულ ბრძოლაში, მერის პოსტის დასაკავებლად. მე პირადად, ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კახა იქნება ძალიან კარგი მერი. კარგი ორგანიზატორია და შესაბამისად, ქალაქს ის ძალიან გამოადგება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილიმა აღნიშნა, რომ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაანაცვლებს კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, კონსულტაციები დაწყებულია.
„თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და შესაბამისად, პრემიერი როცა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა მინისტრმა.
პასუხად კითხვაზე – გახდება თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია გენერალური აუდიტორი, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხიც პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, სად დარჩება გუნდში დავით ნარმანია და რა პოსტის შეთავაზებას მიიღებს“,- აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები