გია ჟორჟოლიანი: ჩვენი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებასთან დავიწყოთ დიალოგი დამოუკიდებლად”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანის ინფორმაციით „სოციალისტებს“ რამდენიმე საკითხში უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, ჟორჟოლიანი მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ურჩევს.
„ამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან გვაქვს უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიციები და სურვილი გაგვაჩნია, საზოგადოებასთან დიალოგი დამოუკიდებლად ვაწარმოოთ, ოღონდ ეს მოხდება არჩევნების მერე. „ქართული ოცნება“ არის დღეს ყველაზე დადებითი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია, ამიტომ ვთვლი, რომ მოსახლეობამ მხარი „ქართულ ოცნებას” უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები