ზაზა გაბუნიამ რუსეთის ფერედაციის დუმის წევრებს საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებით საზღვრის გავლების გამო მიმართა

შავი ზღვის საპარლამენტო 49-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია სიტყვით გამოვიდა და რუსეთის ფედერაციის დუმის წევრებს და ასამბლეის წევრი და დამკვირვებელი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მიმართა.
„სწორედ ახლა, როცა ჩვენ აქ ასამბლეას ვმართავთ, საქართველოს ტერიტორიაზე თქვენი (იგულისხმება რუსეთის ფედერაცია) საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რაც გულისხმობს ოკუპანტების მხრიდან მავთულხლართებით ახალი ე.წ. საზღვრების გავლებას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს მიწებზე და საძოვრებზე წვდომის შესაძლებლობას, მოსავლის აღების შესაძლებლობას და ქმნის მწვავე პროვოკაციულ ფონს, რაც ართულებს უსაფრთხოების გარემოს.
ბატონო ასამბლეის წევრებო, მოგიწოდებთ და მოგმართავთ, რომ ამ ფონზე. უმნიშვნელოვანესია ჩვენს დეკლარაციაში გავაკეთოთ ჩანაწერი, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და წევრი სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობაზე აკეთებს აქცენტს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და ეს მნიშვნელოვანია ასამბლეისთვის”, – განაცხადა გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია ასამბლეის დეკლარაციიდან ტერმინ „ტერიტორიული მთლიანობის” ამოღებას ითხოვდა. საბოლოოდ, 44 ხმით 9 ხმის წინააღმდეგ, ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის შესახებ არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები