გია ჟორჟოლიანი: ჩვენი სამი ხმა რომ არა, კონსტიტუციის პროექტი არ გავიდოდა

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონსტიტუციას, რადგან ბევრი რამ გაუმჯობესდა რადიკალურად”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
გია ჟორჟოლიანი იმ მუხლზე საუბრობს, რომლის ამოღებასაც მათი პარტია ითხოვდა, კერძოდ საუბარი ეკონომიკურ პოლიტიკას შეეხება.
„პარლამენტი რადიკალურად შეიზღუდა ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ბევრი ფუნქცია ჩამოერთვა, ამ მუხლის ამოღება, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში პარლამენტის ფუნქციის შეზღუდვას გულისხმობს, ვენეციის კომისიაც ითხოვდა. ჩვენ მოვძებნით სხვა მიზეზებსაც, რომ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა აღმოჩნდეს პარლამენტის ხელში. სახელმწიფო უნდა გახდეს განვითარების მთავარი მამოძრავებელი. ჩვენი სამი ხმა რომ არა, კონსტიტუცია ვერ გავიდოდა, მაგრამ ჩვენ წავედით კომპრომისზე და დროა უკვე, რომ არა არსებით საკითხებს თავი დავანებოთ და დავიწყოთ დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია დღეს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულია“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები