ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოსთან მიმართებით, დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ „ევრონიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ცდილობდა ჰელსინკის აქტზე დაფუძნებული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვას.
მისი თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ თუ საქართველოში ხისტად იმოქმედებდა, ამას მწვავე რეაქცია არ მოჰყვებოდა.
„ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით, დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა და რუსეთმა არასამაგალითო გაკვეთილი მიიღო. მანამდე, როდესაც პრეზიდენტი იყო დმიტრი მედვედევი, იყო მოლპარაკებების მცდელობა, თუმცა შემდეგ, საქართველოში რუსეთმა დაინახა, რომ თუ ხისტად იმოქმედებდა, რეაქცია არ იქნებოდა საკმარისად მწვავე. ამას სტიქიურად მოჰყვა ყირიმი. შემდეგ კი… ვფიქრობ, ყველამ იცის – რა მოხდება შემდეგ. ეს არის საშიშროება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ესტონეთის თვლის, რომ „ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაყვეტილება და ეს უფლება დაცული უნდა იყოს.“
შეგახსენებთ, რომ ესტონეთი 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები