გიორგი კვირიკაშვილი: აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს

„აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახა კალაძის მინისტრობის პერიოდში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„კახას მინისტრობის პერიოდში, განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე, დიდ მადლობა გადაუხადა დავით ნარმანიას. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მერმა არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს.
„დავით ნარმანიას არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს და მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო და ასევე, წარმატება ვუსურვო. ის ჩვენი გუნდის წევრია და მინდა, მას მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები